29 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
369 ახალი შემთხვევა, 378 გამოჯანმრთელებული და 9 გარდაცვლილი - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად, გასული წლის თებერვლიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობამ 276 436 შეადგინა.

კოვიდინფექცია კიდევ 378 ადამიანმა  დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 269 384 გახდა.

ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, COVID-19-ს კიდევ 9 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 674 გახდა.

ქვეყანაში გასულ დღე-ღამეში 23 747 კვლევა ჩატარდა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 13 503, PCR ტესტით - 10 244.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,55%, ბოლო 14 დღის - 1,53%, ბოლო 7 დღის - 1,33%.

დღის ამბები