ქალზე ძალადობისთვის დაკავებულ გოგი წულაიას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. ის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
საგამოძიებო მოქმედებები კი გრძელდება, აღებულია ბიოლოგიური ნიმუში და ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები. წულაია უკვე მოინახულა მისმა უფლებადამცველმა.
ადვოკატ ვალერი გელბახიანის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
"ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები თვითონ იზოლატორის შენობაში. აღებულ იქნა ნიმუშები, თმის, ნერწყვის, ასევე ფრჩხილის. ასევე ამოღებულ იქნა ტანსაცმელი, რომელიც შემთხვევის დღეს ეცვა.
რა თქმა უნდა, ის აპირებს სასამართლოზე ჩვენების მიცემას. არ ეთანხმება იმ გავრცელებულ ინფორმაციას, რაც ქალბატონმა განაცხადა. გვექნება შესაძლებლობა შევაგროვოთ საწინააღმდეგო სამხილები. გავაქარწყლებთ იმ ბრალდებებს, რომელიც მას ექნება წარდგენილი," - განაცხადა ადვოკატმა.