29 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
NATO გააგრძელებს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე საქართველოს საზღვრების აღიარებას - იენს სტოლტენბერგი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის შეხვედრა ბრიუსელში ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე საქართველოს საზღვრების აღიარებას გააგრძელებს.

"ჩვენი ძალები, რასაკვირველია, მხარდამხარ მსახურობენ ავღანეთში და ეს გახლავთ უსაფრთხოების ძალები, რომლებიც გამიზნული არიან იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და მშვიდობა და ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ საქართველოს წვლილისთვის, რომელსაც ის წლების განმავლობაში უზრუნველყოფს ავღანეთში.

შეხვედრის შემდეგ ასევე შეხვედრა იქნება ჩანიშნული მოგვიანებითაც, NATO-საქართველოს ერთობლივი კომისიის სხდომა იქნება და ჩვენ მზაობას ვაცხადებთ ჩვენი თანამშრომლობისთვის, აგრეთვე, საქართველო-NATO-ს არსებითი პაკეტი, რომელიც შეიქმნა, ეს გახლავთ მთავარი ქვაკუთხედი ალიანსის მხარდაჭერისა, რომელიც გამიზნულია საქართველოსთვის და ეს ეხმარება იმაში, რომ საქართველომ ეფექტურად უზრუნველყოს NATO-ს წევრობა.

ჩვენ მზაობას ვაცხადებთ ჩვენი მხარდაჭერისა წვრთნების მიმართულებით, ასევე შავი ზღვის რეგიონში ერთობლივი ცნობიერების ამაღლების საკითხში. გუშინ საზღვაო ჯგუფი შევიდა საქართველოს ტერიტორიული წყლებზე და ეს ვიზიტი მიზნად ისახავს, რომ გაძლიერდეს ურთიერთთავსებადობა იმით, რომ ჩატარდეს ერთობლივი წვრთნები ქართველ სანაპირო დაცვასთან ერთად. ეს ვიზიტი ემსახურება იმას, რომ საჰაერო ძალები ითანამშრომლებენ სანაპირო დაცვასთან და ეს იქნება ერთობლივი პრაქტიკული თანამშრომლობის ნათელი გამოსახულება.

რასაკვირველია შავი ზღვის უსაფრთხოება გახლავთ მთავარი საფიქრალი და მთავარი ამოცანა როგორც საქართველოსთვის, ასევე NATO-სთვისაც, ამიტომ ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ ამ მიმართულებით.

რასაკვირველია, რუსეთი ძირს უთხრის ამ უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში და ჩვენ აგრეთვე გამოვხატავთ ძალების არსებობას აღნიშნულ რეგიონში. NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ჩვენ გავაგრძელებთ მისი საზღვრების აღიარებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები