29 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
შალვა ნათელაშვილმა მოლაპარაკების ფორმატი პროტესტის ნიშნად დატოვა

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

მისი განცხადებით, ლეიბორისტული პარტია ტოვებს მოლაპარაკებათა იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ იხილება ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი და ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხი.

"ლეიბორისტული პარტია" ტოვებს მოლაპარაკებათა იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ იხილება ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი და სადაც პირველ საკითხად არ წყდება პოლიტიკური პატიმრების საკითხი და სადაც უკანონოდ დაკავებული ნიკა მელია არ ზის ჩვენ გვერდზე მოლაპარაკების მაგიდასთან. მე დავუბრუნდები მოლაპარაკების მაგიდას, კონსულტაციებს და რაუნდებს, როგორც კი ეს ორი საკითხი იქნება გარკვეული," - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

კრისტიან დანიელსონი უკვე მეექვსე დღეა თბილისში იმყოფება და დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოზიციების დაახლოებას ცდილობს. ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აქამდე მხარეებს ცალ-ცალკე ხვდებოდა, დღეს კი, ბოლო თვეების განმავლობაში პირველად, ოპოზიცია და "ოცნება" მოლაპარაკების მაგიდასთან ერთად სხედან.

 

 

დღის ამბები