29 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
COVID-19 დაფიქსირდა 46 ბაგა-ბაღში - კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, ტესტირებების ფარგლებში კორონავირუსის შემთხვევები მთლიანობაში 46 საბავშვო ბაღში გამოვლინდა და შესაბამისად  მოხდა ბაღების დახურვაც. კახა კალაძის თქმით, ამ ბაღებიდან 4-ში უკვე განახლდა სააღმზრდელო პროცესი:

"ყოველდღიურად ჩვენ მაქსიმალურად ვაკვირდებით პროცესებს ხდება ტესტების აღება და დაფიქსირდა 46 ბაგა-ბაღში პერსონალს და ასევე იყო შემთხვევებიც, რომ ბავშვებს დაუდასტურდათ COVID-19, შესაბამისად მოხდა ამ ბაღების დახურვა, თუმცა 4 ბაღში განახლებულია სააღმზრდელო პროცესი და ეტაპობრივად ხდება ტესტირება და ბაღების გახსნა," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები