29 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
"ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში" - საპატრიარქოს პოზიცია ამირან გამყრელიძის თხოვნაზე

საპატრიარქო ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერაზე უარს ამბობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თხოვნას, სადაც ამირან გამყრელიძემ სრულიად წმინდა სინოდს ექიმების ვაქცინაციის პროცესში გვერდში დგომა მოუწოდა, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ფეისბუკპოსტით პასუხობს.

დეკანოზ ჯაღმაიძის თქმით, ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებით, რადგან, მისივე განმარტებით, ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია საკუთარ არჩევანში.

"ვაქცინაციასთან მიმართებაში ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში
ვაქცინაციასთან დაკავშირებით დღეისათვის ეკლესიას სახელმძღვანელოდ აქვს 11 თებერვლის სინოდის განჩინება, განჩინებაში წერია:

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ - პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ  სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც   განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. 

შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის,  ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში".

ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა," - წერს ანდრია ჯაღმაიძე.

NCDC-ის ხელმძღვანელმა წმინდა სინოდს შესაბამისი თხოვნით გუშინ მიმართა. 

 

დღის ამბები