29 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების გასაცემად საჭიროა მეტი საკანონმდებლო პროგრესი, სტაბილური პოლიტიკური გარემო მთავარია წინსვლისთვის - დომბროვსკისი

ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ტვიტერზე გამოეხმაურა ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ეკონომიკის მიმართულებით.

ვალდის დომბროვსკისის განცხადებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების დიდი პოტენციალი არსებობს. ის ხაზს უსვამს პოლიტიკური გარემოს სტაბილურობის მნიშვნელობასაც.

"ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის გასაცემად საჭიროა მეტი პროგრესი საკანონმდებლო მიმართულებით. სტაბილური პოლიტიკური გარემო მთავარია წინსვლისთვის," - წერს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი.

დღის ამბები