ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვნებს ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს 14-14 წლიანი სასჯელი მიესაჯათ. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებიდან გამომდინარე, მათ სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდათ და მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა და 6 თვეს გაატარებენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ბიძინა სტურუამ გამოაცხადა.