29 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა დაიწყო

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. ის დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება. 

შეხვედრა დახურულია და მასში პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები მონაწილეობენ.

შეხვედრისას რამდენიმე საკითხზე გამახვილდება ყურადღება, მათ შორისაა ვაჭრობა, ეკონომიკა და საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, თუმცა ცხადია საუბარი შეეხება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც.

ასოცირების საბჭოს სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერი სამეზობლო საკითხებში ევროკომისარს შეხვდა. საუბრის თემა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება იყო. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მზად არის კონსტრუქციული ნაბიჯებისთვის. 

ასევე, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს შეხვდა. 

დღის ამბები