29 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
პარლამენტმა​ განათლების სამინისტროდან კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

​საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით, განათლების სამინისტროდან კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოყოფას მხარი დაუჭირა.

გადაწყვეტილებას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორ სამთავრობო უწყებად - განათლებისა და მეცნიერების და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებად ყალიბდება.

დღის ამბები