აქცია აჭარის მთავრობის სახლთან - სარიტუალო დარბაზების წარმომადგენლები და მუსიკოსები წვეულებათა სახლების გახსნას ითხოვენ.
მათი განცხადებით, შეზღუდვები თითქმის ყველა მიმართულებით შემსუბუქდა, თუმცა ეს ცვლილება ამ სფეროს არ შეეხო. ამბობენ, რომ ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები.
აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვენ. მათ აინტერესებთ, რა ბედი ელით და როდის შეძლებენ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს.