29 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
AstraZeneca უსაფრთოა და ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს - ჯანმო

არის თუ არა AstraZeneca-ს ვაქცინა საშიში - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში კიდევ ერთი განმარტება გაკეთდა, სადაც ითქვა, რომ ვაქცინასა და სისხლში თრომბის წარმოქმნას შორის კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. შესაბამისად, პრეპარატით ვაქცინაცია არ უნდა შეჩერდეს. 

"ჯერჯერობით, არ გვაქვს დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სისხლში თრომბის წარმოქმნასა და "ასტრაზენეკას" ვაქცინას შორის რაიმე კავშირი არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოკვლევას განაგრძობს და როგორც კი პროცესს დაასრულებს, ინფორმაციას გაასაჯაროებს,"- აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეს-სპიკერი კრისტიან ლინდმაიერი.

"კიდევ რამდენიმე ქვეყანამ შეაჩერა ასტრაზენეკას ვაქცინების გამოყენება, როგორც პრევენციული ღონისძიება. მიზეზი, როგორც მოგეხსენებათ, გავრცელებული მოსაზრებაა იმის შესახებ, რომ ევროპაში წარმოებული "ასტრაზენეკას" ვაქცინა თრომბის განვითარებას ხელს უწყობს. ჯერჯერობით, არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ვაქცინა და თრობმი ერთმანეთთან კავშირშია. ჩვენ გავაგრძელებთ კვლევას მიზეზების დასადგენად," - განმარტავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.

დღის ამბები