ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ოკეანის გაღმა ყველაფერს აკეთებს, რათა კორეაში დენთის სუნი იყოს.
ფხენიანი სამხრეთ კორეასთან დადებული სამხედრო შეთანხმების გაუქმებით იმუქრება.
ჩრდილოეთ კორეის გაღიზიანება სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების ყოველწლიურმა ერთობლივმა სამხედრო წვრთნებმა გამოიწვია.
კიმ ჩენ ინის დის განცხადებით, თუ შეერთებულ შტატებს მშვიდად ძილი უნდა, მყრალი სუნის გამოწვევისგან თავი უნდა შეიკავოს.