29 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
ნოდარ მელაძე გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს

"ტვ პირველის" მთავარი პროდიუსერი გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს.

ნოდარ მელაძე პროკურატურაში დღეს არის დაბარებული, თუმცა მან საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადა.

"ამ შემთხვევაში გამოკითხვის სწორი ფორმა არის სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე. მას შემდეგ, რაც საქართველოს პროკურატურა სასამართლოს გამოკითხვის შუამდგომლობით, ჩვენ უკვე მივალთ ჩვენების მისაცემად. რაც შეეხება გამოძიებას, ჩვენ გვიცავს კანონი და გვაქვს ვალდებულება არ გავცეთ წყარო, რომელმაც ინფორმაცია მოგვაწოდა,"- განაცხადა ნოდარ მელაძემ. 

დღის ამბები