29 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
8 გარდაცვლილი, 128 ახალი შემთხვევა და 537 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად, გასული წლის თებერვლიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობამ 268 693 შეადგინა.

კოვიდინფექცია კიდევ 537 ადამიანმა  დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 275 685 გახდა.

ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, COVID-19-ს კიდევ 8 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3658 გახდა.

ქვეყანაში გასულ დღე-ღამეში 29 652 კვლევა ჩატარდა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 22 203, PCR ტესტით - 7449.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,81%, ბოლო 14 დღის - 1,52%, ბოლო 7 დღის -  1,45%.

დღის ამბები