29 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
ახალი რეფორმა ჯანდაცვის სისტემაში - სამოქმედო გეგმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა მოამზადეს

ჯანდაცვის სამინისტროში პირველადი ჯანდაცვის რეფორმის სამოქმედო გეგმა წარადგინეს. დოკუმენტი დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროფილაქტიკის კუთხით ღონისძიებების ხარისხის ამაღლებასა და ექიმების კვალიფიკაციას გულისხმობს და უწყების განმარტებით, ის პიროვნებაზეა ორიენტირებული.

რეფორმაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქრონიკული და ინფექციური დაავადებების კონტროლს, ასევე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებს; გათვალისწინებულია მედიკამენტების ფასების რეგულაცია და ქრონიკული დაავადების სამკურნალო ამბულატორიული მედიკამენტების პროგრამის გაფართოება.

რეფორმის სამოქმედო გეგმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა მოამზადეს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული საკითხები მოწესრიგდება. 

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე აცხადებს, საქართველო მზად არის ახალი რეფორმის გასატარებლად.

"ვიტყოდი ამ ეტაპზე საქართველო მზად არის, რომ დაიწყოს ეს ახალი რეფორმა. რეფორმა ითვალისწინებს სრულიად ახალ მიდგომას,"- აღნიშნა სილვიუ დომენტემ.

დღის ამბები