ქართული არტილერია დღეს იუბილეს აღნიშნავს - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა, ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
"15 მარტი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის დღე ქართული მხედრული წარსულის ისტორიაში, როდესაც ქართველმა ჯარისკაცებმა დ არტილერისტებმა უკუაგდეს რუსეთის გენშტაბში დაგეგმილი მასირებული შეხვედრა. ქართველ არტილერისტებს და საქართველოს თავდაცვის ძალებს ვულოცავ ქართული არტილერიის დღეს. ჩვენ, ასევე, განსაკუთრებული პატივისცემით ვიხსენებთ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს," - პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.