29 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში ზედიზედ, მეორე გამარჯვება იზეიმა.

"ბორჯღალოსნებმა" მადრიდში, ესპანეთის ეროვნული ნაკრები 6-ქულიანი სხვაობით - 25:19 დაამარცხეს.

სატურნირო ცხრილს გუნდი 9 ქულით ლიდერობს, მეორე-მესამე ადგილებს რუმინეთი და რუსეთი ინაწილებენ.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 20 მარტს კალინინგრადში, რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.

დღის ამბები