29 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
შსს-მ ტრეფიკინგის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანებით ვაჭრობის ფაქტი გამოავლინა - ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანებით ვაჭრობის ფაქტი გამოავლინა - ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი.

გამოძიების ინფორმაციით, მამა-შვილი, 60 წლის და 27 წლის მამაკაცები სომხეთის რესპუბლიკის სამ მოქალაქეს კარგ სამუშაო პირობებს დაჰპირდნენ, დაეხმარნენ დოკუმენტაციის შეგროვებაში და 6 წლის წინ საკუთარი ავტომობილით საქართველოში ჩამოიყვანეს. მიიყვანეს ნინოწმინდის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საქონლის ფერმაში, სადაც მუქარითა და იძულებით უწევდნენ შრომით ექსპლუატაციას. ჩამოართვეს დოკუმენტაცია და ანაზღაურების გარეშე, მრავალი წლის განმავლობაში ამყოფებდნენ მონობის თანამედროვე პირობებში. ბრალდებულები მათ თავისუფლად გადაადგილებას უზღუდავდნენ და მუდმივად აკონტროლებდნენ სათვალთვალო ვიდეოკამერებით. დანაშაულის შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც სომხეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ ფერმიდან გაქცევა შეძლო და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა,"- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

დღის ამბები