გერმანიის ორ რეგიონში გამართულ არჩევნებში ანგელა მერკელის პარტია "ქრისტიან დემოკრატიული კავშირი" დამარცხდა.
წინასწარი მონაცემებით, ბადენ-ვიურტენბერგში "ქრისტიან-დემოკრატებმა" ხმების 23% მიიღეს, "მწვანეთა პარტიამ" კი - 31.5 %.
რაც შეეხება რაინლანდ-პლაცის რეგიონს, მერკელის პარტიამ ხმების 25.5% მოიპოვა, "სოციალ-დემოკრატებმა" კი - 33.5%. გამოცემის ცნობით, შედეგები მოსალოდნელზე უარესი იყო და მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის რეიტინგის შემცირება მთავრობის მიერ პანდემიის არასათანადოდ მართვისა და პარტიის რამდენიმე დეპუტატის პირბადეების შესყიდვის კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობასთან დაკავშირებულმა სკანდალმა შეამცირა.