29 ნოემბერი 2024,   00:50
ვრცლად
მადლობა ჩემს კოლეგებს, იმუნიზაციის პროცესმა უნდა დაასრულოს ქვეყანაში ეპიდემია - ამირან გამყრელიძე 

საქართველოს მასშტაბით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეს დილიდან დაიწყო. ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც მედიკოსთა იმუნიზაცია მიმდინარეობს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძეც მივიდა.

ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა კოლეგებს კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე დგომისთვის და საჯარო ვაქცინაციისათვის მადლობა გადაუხადა.

"მადლობა ყველას, ვინც დღევანდელ დღეს ასეთი ენთუზიაზმით ხვდება. მადლობა ჩემს კოლეგებს, იმუნიზაციის პროცესმა უნდა დაასრულოს ქვეყანაში ეპიდემია,"- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

  

დღის ამბები