29 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
რა შეხვედრებს გამართავს პრემიერი ევროსტრუქტურებში - საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ცოტა ხნის წინ, ბრიუსელში გაფრინდა. სწორედ ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან იგეგმება პირველი ოფიციალური შეხვედრაც.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტში, ასევე NATO-ში.

16 მარტს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, გაიმართება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია.

17 მარტს მაღალი დონის შეხვედრები შედგება ევროპარლამენტსა და ნატო-ში. ირაკლი ღარიბაშვილს ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ, დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია. ასევე, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.

ბრიუსელში გამგზავრების წინ მინისტრებმა კომენტარი გააკეთეს და ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრების მნიშვნელობაზე გააკეთეს აქცენტი. მათი თქმით,  ასოცირების შეთანხმების შესრულება ადასტურებს, თუ რამდენადაა საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის კურსისა.

 

დღის ამბები