მიანმარში 39 ადამიანი ემსხვერპლა არეულობას. სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე სამართალდამცველებმა ცეცხლი გახსნეს. დაღუპულებს შორის ერთი პოლიციელია.
ჩინეთის მოქალაქეები დაშავდნენ ერთ-ერთ ინდუსტრიულ რაიონში ჩინეთის დაფინანსებით მოქმედ ქარხნებში ცეცხლის გაჩენის შედეგად.
არეულობა მიანმარის ქალაქებში რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მას შემდეგ მოხდა, რაც ძალაუფლება სამხედროებმა გადაიბარეს და ქვეყნის პირველი პირები დააკავეს.