29 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეს იწყება

ვაქცინაცია იწყება - სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა ქვეყნის მასშტაბით დილიდან იგეგმება.

ერთ-ერთი პირველი, ვისაც დღეს იმუნიზაცია ჩაუტარდება, პაატა იმნაძე იქნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ვაქცინას დემონსტრაციულად, ღია ეთერში ინფექციურ საავადმყოფოში გაიკეთებს.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის 43 000 დოზას ორ კვირაში აითვისებენ და შეფერხება არ უნდა იყოს.

რაც შეეხება საჭირო მეორე დოზას - ჯანდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ ვაქცინის შემდეგი პარტია ქვეყანაში დროულად შემოვა.

ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების აცრა მარტის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც რისკჯგუფში შემავალი მოქალაქეების - მოხუცთა თავშესაფრებში მცხოვრებთა, 75 წელს ზემოთ და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების აცრა დაიწყება.

AstraZeneca-ს 43 200 ცალი ვაქცინა საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა, 22 მარტს კი საქართველო უკვე Pfizer-ის 29 250 დოზა ვაქცინას ელის.

დღის ამბები