29 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
"ქართული ოცნება" გააკეთებს ყველაფერს, რომ დიალოგი წარმატებით დასრულდეს - ირაკლი კობახიძე კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ

"ქართული ოცნება" გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით, - ამის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.  როგორც უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, დიალოგი მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება.  

"ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დიალოგი დასრულდება წარმატებით. "ქართული ოცნება", როგორც კონსტრუქციული პოლიტიკური ძალა და მმართველი პარტია, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, ასევე საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით.

რაც შეეხება დიალოგის დეტალებს, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ შეთანხმებაც გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან, დიალოგის დეტალებთან დაკავშირებით, ჩვენი მხრიდან, ვერ გაკეთდება ვერც ერთი განცხადება. გაგრძელდება დიალოგი მომდევნო დღეების განმავლობაში და მას შემდეგ, რაც დასრულდება ეს პროცესი, მას შემდეგ შეგვიძლია გავაკეთოთ კომენტარები. მანამდე, არც ერთ დეტალთან განცხადება არ გაკეთდება.

ჩვენ ვიცით, რომ მხარეებს აქვს თავისი პოზიციები და პოზიციებს სჭირდება დაახლოება იმისათვის, რომ შეთანხმება შედგეს. ასეთი დაახლოებისთვის ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეესაბამება ჩვენს სამართლებრივ პრინციპებს და რაც შეესაბამება სახელმწიფოებრივ ინტერესებს და სამართლიანობის პრინციპს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

 

დღის ამბები