29 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
კითხვები ეხებოდა რეფორმებს - ეკა გიგაური დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორმა  ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე კითხვები ძირითადად ეხებოდა ქვეყანაში რეფორმების განხორციელებას.

"ძალიან მნიშნელოვანია, რომ ჩავატაროთ კონკრეტული, დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის, სასამართლოში, პროკურატურაში. კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ იმისთვის, რომ მიუხედავად იმისა,  ვინ იქნება ოპოზიციაში, ამ ოპოზიციას ჰქონდეს გარკვეული როლი პარლამენტში და ფუნქცია. მათ ჰქონდეთ ასევე როლი, მაშინ, როდესაც არჩეულები იქნებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, აუდიტის სამსახურის უფროსი იქნება ეს თუ გენერალური პროკურორი.

ასევე, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, ის კორუფციის გაზრდილი რაოდენობა, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას და დაიზღვეს ჩვენი სისტემა.

აქ არის საუბარი - ერთი მხრივ, ამ მომენტისთვის, განვმუხტოთ ეს კრიზისი, მაგრამ ამის შემდეგ, როგორ მიგვყავს წინ ქვეყანა და წინ ქვეყანა წავა მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული რეფორმების შედეგად და სხვა, უბრალოდ არჩევანი, არ გვაქვს. კითხვები ეხებოდა ძირითადად რეფორმებს," - განაცხადა ეკა გიგაურმა. 

დღის ამბები