29 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 119 მილიონს გადააჭარბა - ვაქცინაცია 121 სახელმწიფოში მიმდინარეობს

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 119 მილიონს გადააჭარბა. ამ ფონზე, მასშტაბური ვაქცინაცია 121 სახელმწიფოში მიმდინარეობს.

ევროპის წამლების სააგენტომ კორონავირუსის წინააღმდეგ Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა. იაპონური კომპანია კი AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის იაპონიაში წარმოებას იწყებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, შესაძლოა, ვაქცინაცია 1-ელ მაისამდე ყველა ზრდასრულისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ასეთ შემთხვევაში, ბაიდენი ვარაუდობს, რომ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი აღმოაჩინეს. ვირუსი ინგლისის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ანტიგუადან ჩამოსულ 2 პირს დაუფიქსირდა. "კოვიდ-19"-ის ახალ, მუტირებულ ვერსიას მეცნიერები უკვე იკვლევენ.

დღის ამბები