29 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
არავითარი შეჭრა არ იგეგმება "ტვ პირველში", ტელევიზიებში შეჭრა ჩვენ 2012 წელს ჩავტოვეთ და დავასრულეთ - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ტვ პირველში" შეჭრა არ იგეგმება და გავრცელებული ინფორმაცია ამის შესახებ სრული აბსურდია. 

მისივე განცხადებით, ტელევიზიებში შეჭრა, რომელიც მაგალითად 2007 წელს მოხდა ტელეკომპანია "იმედში", ამ ხელისუფლებამ 2012 წელს ჩატოვა და დაასრულა. 

"ტვ პირველის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს მთავრობა აპირებს რომელიმე ტელევიზიაში შეჭრას, აბსოლუტურად ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და აბსურდია. არავითარი შეჭრა არ იგეგმება იქ.

მინდა შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ ჩვენ დღეს 2021 წელში ვართ და არა 2007 წელი, როდესაც მოხდა "იმედის" დარბევა. ჩვენ ეს ყველაფერი 2012 წელს ჩავტოვეთ და დავასრულეთ. აქედან გამომდინარე, პანიკის არავითარი საფუძველი არ არსებობს," - განაცხადა პრემიერმა. 

 

 

 

დღის ამბები