29 ნოემბერი 2024,   01:42
ვრცლად
გვაქვს იმედი ოპოზიციის კოსტრუქციულობის და დიდი მოლოდინი, რომ პროცესი მოკლე დროში დასრულდება - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციასთან დიალოგის მზაობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. 

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგი შედგება. 

"კიდევ ერთხელ მე მინდა სრული მზაობა გამოვხატო და დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ჩვენ ეს არაერთხელ გაგვიცხადებია ოპოზიციასთან არაერთი შეხვედრის დროს, არაერთ ფორმატში. მე მინდა კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს, ამ შეხვედრის შემდეგ, დავადასტურო აღნიშნული მზაობა.

ბატონი დანიელსონი ძალიან გამოცდილი დიპლომატია. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ ეს პროცესი დასრულდება მოკლე დროში. იმედი მაქვს კონსტრუქციული დიალოგის და ჩვენი ოპოზიციის კონსტრუქციულობის,"-განაცხადა პრემიერმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის ვიზიტი მთავრობის კანცელარიაში დასრულდა, კრისტიან დანიელსონი ამ წუთებში უკვე ევროკავშირის ოფისში იმყოფება. 

დღის ამბები