29 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
332 ახალი შემთხვევა, 12 გარდაცვლილი, 343 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის ახალი სტატისტიკა საქართველოში

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 332 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დრომდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 274 377 -ს აღწევს.

COVID-19-ით ქვეყანაში კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს სულ 3634  ადამიანი ემსხვერპლა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 343 პაციენტი განიკურნა. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 267 764 -ს აღწევს.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია კვლევა ტესტით - 26 700, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 17 307, PCR ტესტით - 9393

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,24%, ბოლო 14 დღის - 1,49%, ბოლო 7 დღის - 1,72%

დღის ამბები