29 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
"ჰერითიჯის ფონდის" რეიტინგის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ბიზნესისადმი ერთ-ერთი ყველაზე კეთილგანწყობილი ქვეყანაა

საქართველო მსოფლიოში ბიზნესისადმი ერთ-ერთი ყველაზე კეთილგანწყობილი ქვეყანაა - ამის შესახებ "ჰერითიჯის ფონდის" 2021 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის რეიტინგშია საუბარი.

მონაცემების თანახმად, საქართველომ მსოფლიოში მე-12, ევროპის რეგიონში კი მე-7 ადგილი დაიკავა. 77.2 ქულით ქვეყანა "უმეტესწილად თავისუფალი ეკონომიკების" ჯგუფში მოხვდა.

ინდექსის თანახმად, საერთო ქულა (0.1 ქულით) გაზრდილია. 5 კომპონენტის შეფასებისას, ანგარიშში საუბარია ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე. ინდექსის სასამართლოს ეფექტიანობის კომპონენტში კი აღნიშნულია, რომ ქვეყანაში სასამართლო რეფორმები გრძელდება, თუმცა პრობლემად რჩება სასამართლოებში აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების ჩარევა.

ამავე თემაზე
დღის ამბები