29 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
გოჩა ლორთქიფანიძემ ჰააგის მოსამართლის ფიცი დადო

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ახალარჩეული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. 6 ახლადარჩეულ მოსამართლესთან ერთად, მოსამართლის ფიცი იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემაც დადო. ჰააგის სასამართლოს მოსამართლეები მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად მოგვიანებით შეუდგებიან.

გოჩა ლორთქიფანიძე პირველი ქართველია, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.

ჰააგაში ჩვენს ქვეყანას წარმომადგენელი დღემდე არასოდეს ჰყოლია. არჩევნები გასული წლის 19 დეკემბერს გაიმართა. გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურას ხმა 76-მა დელეგატმა მისცა. ჰააგის მოსამართლე ის 9 წლის ვადით იქნება.

ჰააგის სასამართლოში მოსამართლის უფლებმოსილების განხორცილებამდე, გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის პოსტზე განაგრძობს მუშაობას.

დღის ამბები