29 ნოემბერი 2024,   00:25
ვრცლად
რაგბის კავშირის პრეზიდენტი სოსო ტყემალაძე გახდა

რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს.

საპრეზიდენტო არჩევნები უკვე დასრულებულია. ის რაგბის კავშირს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. 

"სარაგბო სამყაროს ვულოცავ. შიგნით საკმაოდ მშვიდობით წარიმართა ეს პროცესი. გარეთ აჟიოტაჟისთვის ისევ წუხილს გამოვთქვამ. ძალიან გაუჭირდათ კლუბებს მოსვლა, მეტს ველოდებით, ვინც ვერ შესძლო აბსოლუტურად მესმის, მინდა გადავცე მათ, რომ ეს არ შეუშლის არანაირად მათთან თანამშრომლობას ხელს. წელიწადნახევარზე მეტია არ ჰყავს პრეზიდენტი.

ვნებები ჩაცხრება, უსწრაფესად გადავალთ სამუშაო რეჟიმში, რომ სწრაფად დავუბრუნდეთ მოედანს, დავიწყოთ თამაში და იმ გეგმების განხორციელება, რაც დავაანონსეთ და რასაც უნდა მივყვეთ.“ - აღნიშნა სოსო ტყემალაძემ.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად, "ექსპო ჯორჯიას“ შენობის ეზოში ხმაური და დაპირისპირება იყო. არეულობის მიზეზი რაგბის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატის სოსო ტყემალაძის მისვლა გახდა. ადგილზე შეკრებილები მასთან მიახლოებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა. 

 

 ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

 
დღის ამბები