სამი პოლიციელი დაშავდა ათენში, დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკების შედეგად. გვიან ღამით მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებული პოლიციელებიდან ერთ-ერთის მდგომაროება მძიმეა.
მოქალაქეების აგრესია სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მიმართ, ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერს მოჰყვა, სადაც პოლიციელი მოქალაქეს ფიზიკურად უსწორდება.
დემონსტრაციაში, რომლის მონაწილეებიც პოლიციელთა მხრიდან ძალადობას აპროტესტებდნენ, 5000 ადამიანი მონაწილეობდა. აქტივისტებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით - "ჩვენს უბანში პოლიციელებს ადგილი არ არის".