29 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
ტაილანდის პრემიერმა მედიის წარმომადგენლებს სადეზინფექციო ხსნარი შეასხა

ტაილანდის პრემიერი მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებების შესახებ დასმულმა კითხვამ იმდენად გააღიზიანა, რომ მედიის წარმომადგენლებს სადეზინფექციო ხსნარი შეასხა.

პრაიუტ ჩან-ოჩნა ტაილანდის მთავრობას 2014 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ხელმძღვანელობს. BBC-ის ცნობით, ყოფილი გენერალი ჟურნალისტების მიმართ აგრესიულობით გამოირჩევა.

როგორც გამოცემა წერს, წარსულში მან ერთ-ერთ ჟურნალისტს ყური აუწია, რამდენიმე წლის წინ კი პრესკონფერენციაზე საკუთარი თავის მუყაოს ფიგურა გამოიტანა, რომელსაც მედიის კითხვებზე უნდა ეპასუხა.

დღის ამბები