აშშ-ის პრეზიდენტს, ქვეყნის თავდაცვის მინისტრის სახელი დაავიწყდა. ამის შესახებ გამოცემა სანი წერს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ამერიკელი ქალი ჯარისკაცებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა.
"მინდა მადლობა გადავუხადო ყოფილ გენერალს, ის აქ არის, ვინც პენტაგონს მართავს" - განაცხადა ბაიდენმა და ყურადღება ლოიდ ოსტინზე გაამახვილა.
როგორც ამერიკული მედია წერს, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც 46-ე პრეზიდენტს პენტაგონის შეფის სახელი დაავიწყდა.
ცოტა ხნის წინ ლოიდ ოსტინი ჯო ბაიდენმა "მდივან ოსტინად" მოიხსენია.