29 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
შსს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილე და დაინტერესებულ მხარეებს ყრილობის მშვიდ გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდებს

რაგბის კავშირის პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობის შესახებ შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე და დაინტერესებულ ყველა მხარეს, უზრუნველყონ საარჩევნო ყრილობის მშვიდ გარემოში ჩატარება. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრო რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილე და დაინტერესებულ ყველა მხარეს მოუწოდებს, უზრუნველყონ საარჩევნო ყრილობის მშვიდ გარემოში ჩატარება, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან.

სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი." - ნათქვამია განცხადებაში. 

რაგბის კავშირის პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობა დღეს, 13:00 საათზე გაიმართება.

დღის ამბები