29 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
თბილისის ელექტრონული მუსიკის სივრცეებში დასაქმებულ ადამიანებს და ორგანიზაციებს მერია 2 მილიონი ლარით დაეხმარება 

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ელექტრონული მუსიკის სფეროში დასაქმებულებს მუნიციპალიტეტი 2 მილიონი ლარის ოდენობით დაეხმარება. კალაძის თქმით, ფინანსური დახმარების პაკეტით, პირველ რიგში, მუსიკოსები, არტისტები და ტექნიკური პერსონალი ისარგებლებენ.

მისივე თქმით, მუსიკის სივრცეებისთვის მოხდება საიჯარო თანხების სრულად ან ნაწილობრივ მხარდაჭერა. ის, ასევე, ამბობს, რომ სფეროში ჩართული იურიდიული პირებისთვის განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე დადგენილი კომუნალური გადასახადების მხარდაჭერა იქნება.

დღის ამბები