29 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის გენშტაბის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ქვეყნის გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი 10 მარტიდან თანამდებობიდან გათავისუფლებულია. განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მანამდე სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა გენშტაბის მეთაურის გადაყენებაზე უარი თქვა. გასპარიანს ფაშინიანთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც მან პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვა, პრემიერმა კი ის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა.

ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ერევანში საპროტესტო გამოსვლები ყოველდღიურად იმართება.

დღის ამბები