რუსული დეზინფორმაციის მსხვერპლი ყველაზე ხშირად გერმანია ხდება. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახურის ანგარიშში წერია, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ "კრემლი ქმნის გერმანიის მენტალურ ხატს, სადაც "რუსოფობიის" ირაციონალურ გუნდში მხოლოდ რამდენიმე შეგნებული ხმა შეიმჩნევა".
ევროკავშირის ანგარიშის გამოქვეყნება დაემთხვა აშშ-ში მოსკოვის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს. მხარეები რუსეთს დასავლეთში შექმნილი ვაქცინებისთვის რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციების გავრცელებაშიც ადანაშაულებენ.