29 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ ბიძინა სტურუა დაინიშნება უზენაეს სასამართლოში - ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე ვარაუდობს, რომ მიღებული გადაწყვეტილების სანაცვლოდ, მოსამართლე ბიძინა სტურუა  უზენაეს სასამართლოში დაინიშნება.

ადვოკატი აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდება.

"ბიძინა სტურუა უახლოეს პერიოდში, ალბათ, დაინიშნება უზენაესს სასამართლოში ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ.

როგორ შეიძლება ელოდო ასეთ გადაწყვეტილებას, როდესაც არანაირი მტკიცებულება და არანაირი დასაბუთება არ არის. რა თქმა უნდა, ვგეგმავთ გასაჩივრებას. არც კანონში ჯდება, არც ლოგიკაში ჯდება ეს გადაწყეტილება, ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ, ბიძინა სტურუა დაინიშნება უზენაესს სასამართლოში," - განაცხადა ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის საბოლოო ვერდიქტი გამოცხადდა. ბრალდებულებს: არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს 16 წელი მიესაჯათ.

არასრულწლოვნების, ზ.ხ.-ს და ა.ქ-ს განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება. 

დღის ამბები