29 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან - შეკრებილები ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ

აქცია მიმდინარეობს მთავრობის ადმინისტრაციასთან. მოძრაობა "საქართველოსთვის" და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ.

მათი თქმით, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი პრემიერსა და ბერა ივანიშვილს შორის საფუძველია, რომ მან თანამდებობა დატოვოს. ასევე აქციის მონაწილეები საქმის გამოძიებასა და სხვა პირების დასჯას ითხოვენ.

"შევაგროვეთ 520 ხელმოწერა, შევიტანეთ პროკურატურაში და მოვითხოვეთ გამოძიების დაწყება ამ ყველაფერზე, რომ გამოძიებამ აგვიხსნას, რა ხდება ამ ქვეყანაში და ზოგადად, ამ ჩანაწერებში რა ხდება. ეს არის ჩვენი პროტესტის მიზანი,“ - ამბობს ”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა.

დღის ამბები