29 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
ევროპარლამენტმა კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა​

ევროპარლამენტმა კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონისა და მისი ორი მოკავშირისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა.

ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ესპანეთის ხელისუფლებას პუჩდემონისა და მისი მოკავშირეების ბელგიიდან ექსტრადირების პროცესის განახლების შესაძლებლობას აძლევს. ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილება ბელგიის სასამართლომ უნდა მიიღოს.

კატალონიის ყოფილ ლიდერს ესპანეთში ამბოხის წაქეზებასა და სახელმწიფო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ედება ბრალი.

პუჩდემონმა ესპანეთი 2017 წელს მას შემდეგ დატოვა, რაც კატალონიაში  დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა, რომელიც ესპანეთის მთავრობამ არალეგიტიმურად მიიჩნია.

დღის ამბები