29 ნოემბერი 2024,   01:28
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებით - საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენელთა წერილი 

საქართველოს მეგობრები, სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლები, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით ვრცელ წერილს ავრცელებენ. ისინი მოუწოდებენ უპირველესად ხელისუფლებას, იზრუნოს არსებული კრიზისიდან გამოსვლის კონსტრუქციული გზების შეთავაზებაზე.

მათ შორის, გადადგას პირველი ნაბიჯი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლებით.

წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ მხარეთა საერთო მიზანი უნდა იყოს მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბება, რომელიც ყველა ამომრჩევლის ნებას გამოხატავს და შესაბამისად, ქართველი ხალხის ნდობით აღჭურვილი წინ წასწევს ქვეყანას. 

"ხელისუფლებამ, როგორც მმართველმა ძალამ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებით. ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის ძალისხმევას მიაღწიოს კომპრომისს. ძალისხმევას, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ბოლოდროინდელი მოვლენები სიტუაციას უფრო აქტუალურს ხდის. დადებითი ნაბიჯების გადაუდგმელობამ, შესაძლოა მათი პასუხისმგებლობის დაყენება გამოიწვიოს ვინც ამ განგრძობად კრიზისზე აგებს პასუხს. დროს არსებითი მნიშვნელობა აქვს.ჩვენ მოვუწოდებთ როგორც საქართველოს მთავრობას, ისე ოპოზიციის ლიდერებს, არ გაფლანგონ ეს კეთილგანწყობა და გამოავლინონ თავიანთი ერთგულება დემოკრატიის, დიალოგისა და ადამიანის უფლებების პატივისცემისადმი“,წინა წლებში საქართველომ გაუძლო დემოკრატიის ტესტს, საქართველოს მეგობრები მოელიან, რომ ამჯერადაც საქართველოს ხელისუფლება გადადგმას შესაბამის ნაბიჯებს.მხარეთა საერთო მიზანი უნდა იყოს მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბება, რომელიც ყველა ამომრჩევლის ნებას გამოხატავს და შესაბამისად, ქართველი ხალხის ნდობით აღჭურვილი წინ წასწევს ქვეყანას," - ნათქვამია წერილში. 


 

დღის ამბები