29 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტისას დაზარალებულ ჟურნალისტს რომელსაც მე-4 მალა აქვს მოტეხილი ოპერაცია ესაჭიროება 

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტისას სულ 6 ადამიანი დაშავდა - ხუთი მათგანი მედიის წარმომადგენელია, ერთი კი მრევლია. დაზარალებულები გუშინვე ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მათ შორისაა "რუსთავი 2-ის" ოპერატორი.

ეპარქიის რეზიდენციის აივნიდან ჩამოვარდნილ ერთ-ერთ ჟურნალისტს, კი რომელის თბილისში გადმოიყვანა გახდა საჭირო, სავარაუდოდ ოპერაცია დასჭირდება. მას ამ დრომდე კვლევები უტარდება.

"დიაგნოზით, ხერხემლის მეოთხე მალა მაქვს მოტეხილი, ნეიროქირურგის კონსულტაციას ველოდებით, უნდა გადაწყდეს გამიკეთებენ ოპერაციას, თუ რამე სხვა ალტერნატივას მოძებნიან მედიკოსები. ზუსტი პასუხი ჯერჯერობით არ ვიცი, კვლევები მიტარდება, რომ დაზუსტდეს მდგომარეობა. ხერხემლის გარდა კოჭიც მაქვს დაზიანებული," - განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა "POST TV-ის" ჟურნალისტმა, სოსო ხოფერიამ.

დანარჩენი 5 დაშავებული ამ დროისთვის უკვე ბინაზე განაგრძობს მკურნალობას. მათ სხვადასხვა სახის მოტეხილობები და ტვინის შერყევა აღენიშნებათ.

შეგახსენებთ, ინციდენტი მარტვილში მაშინ მოხდა, როდესაც ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე სტეფანესა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. შემთხვევის დროს აივნის მოაჯირი მოწყდა, რა დროსაც შენობის მეორე სართულიდან მედიის წარმომადგენლები ეზოში გადავარდნენ

დღის ამბები