29 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
ჯო ბაიდენის გერმანულმა ნაგაზმა თეთრი სახლის უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერს უკბინა

ჯო ბაიდენის გერმანულმა ნაგაზმა, სახელად "მაიორმა" თეთრი სახლის უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერს უკბინა.

ინფორმაციას CNN-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, მათივე ცნობით, ინციდენტი იმდენად სერიოზული იყო, რომ საჭირო გახდა 3 წლის "მაიორისა" და 13 წლის "ჩამპის", აშშ-ის პრეზიდენტის მშობლიურ შტატში, დელავერში დაბრუნება.

ამ დროისთვის უცნობია უსაფრთხოების ოფიცრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. პრეზიდენტის ორივე გერმანული ნაგაზი თეთრ სახლში საცხოვრებლად ჯო ბაიდენის ინაუგურაციიდან ერთ კვირაში გადაიყვანეს.

დღის ამბები