29 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში პირად წარმომადგენელს აგზავნის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში პირად წარმომადგენელს აგზავნის. კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ დიალოგში ჩაერთვება.

საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შარლ მიშელმა დანიელსონს მანდატი ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით მიანიჭა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის დაძლევის მიზნით მედიაციას გაუწევს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგს და მჭიდროდ ითანამშრომლებს ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან. ის საქართველოში ახლო მომავალში ჩამოვა.

კრისტიან დანიელსონი ამჟამად შვედეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს. ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს განვითარებისთვის დიალოგში ყველა მხარე სრულფასოვნად უნდა ჩაერთოს.

"ყველა პოლიტიკურ აქტორს მოვუწოდებთ, რომ სრულყოფილად კონსტრუქციული სულისკვეთებით შესრულდეს დიალოგი ორმხრივი შედეგების მისაღწევად, სტაბილური, დემოკრატიული და რეფორმაზე ორიენტირებული საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, რათა შეძლოს ქვეყანამ წარმატებით სვლა მის პროევროპულ გზაზე," - აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები