29 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
თუ "ოცნება" არ წავა ვადამდელ არჩევნებზე და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე, მაშინ 20 მარტს ვაპირებთ დიდ აქციას - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, თუ "ქართული ოცნება"  არ წავა ვადამდელ არჩევნებზე და ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე, მაშინ 20 მარტს საპროტესტო აქცია გაიმართება.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, პოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი შედგა 20 მარტის აქციაზეც.

"თუ "ქართული ოცნება" არ წავა რაიმე კონკრეტული წინადადებით ვადამდელ არჩევნებთან და პირველ რიგში პოლიტიკური პატიმრების, ნიკა მელიას საკითხით, მაშინ 20 მარტს ვაპირებთ დიდ აქციას და ეს იქნება პასუხი საქართველოს მოქალაქეების ხელისუფლებისადმი, რომელიც არის თავგასული კრიმინალური აქტის დამგეგმავი," – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები