29 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
ღარიბაშვილთან მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ ვაპირებთ, მოვუწოდებთ "ოცნებას", ნუ გადააქცევენ ღარიბაშვილს განხეთქილების ვაშლად - საბა ბუაძე

"ლელოს" წევრი საბა ბუაძე ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ მისი პარტიის პოზიცია არ შეცვლილა და პრემიერ-მინისტრთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას არ აპირებენ.

მან მოუწოდა ხელისუფლებას, ჩამოაშოროს მოლაპარაკების პროცესს ირაკლი ღარიბაშვილი.

"ლელო"ღარიბაშვილის პირისპირ არ დაჯდება, მაგრამ მოლაპარაკებები აქამდე მიმდინარეობდა ღარიბაშვილის გარეშე და ამიტომაც, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ საფრთხე არ შეუქმნან ამ მოლაპარაკებების პროცესს, გამოიძიონ დროულად ეს საკითხი, დაადგინონ ამ ჩანაწერების ავთენტურობა, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება დროულად დასრულდეს და კითხვის ნიშნებს გაეცეს პასუხი. 

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ნუ გადააქცევენ ღარიბაშვილს ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში განხეთქილების ვაშლად,"-აცხადებს ბუაძე. 

შეგახსენებთ, რომ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის ერთიანი სხდომა მიმდინარეობდა. პოლიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოლაპარაკებების პროცესიდან ჩამოშორების და სხვა კადრით ჩანაცვლების საკითხი განიხილებოდა.

საკითხის განხილვის მიზეზი გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერი გახდა, რომელშიც, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ანზორ ჩუბინიძე და ბერა ივანიშვილი ფიგურირებენ.

დღის ამბები