29 ნოემბერი 2024,   01:44
ვრცლად
ზუგდიდში ავტომობილი მოიპარეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება

ზუგდიდში ავტომობილი მოიპარეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, მანქანის მეპატრონეს ავტომობილი რამდენიმე დღის განმავლობაში დაპარკინგებული ჰყავდა, რამდენიმე დღის წინ კი გასაღები დაკარგა.

გუშინ ადგილზე მისულს კი საკუთარი ავტომობილი აღარ დახვდა. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები